Friday, December 16, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

ეს იყო მთელი ტრენინგის მანძილზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე-პრეზენტაციის დღე. განვიხილეთ თითოეული მონაწილის მიერ შესრულებული პროექტი,წარვადგინეთ პრეზენტაციები, მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები.
ტრენინგზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რასაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალის მრავლისმომცემი მეცადინეობებისთვის.

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი იყოძალიან დატვირთული,შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონში დიფერენციალურისწავლების გრაფა,მოვაწესრიგეთ საქარალდეები,სევქმენით პორტფოლიო და განვათავსეთ ბლოგზე.
განმეორებით ვწერ მერვე დღის რეფლექსიას, რადგან გამოქვეყნება დამავიწყდა.

Saturday, December 10, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები, მივიღეთ პასუხები კითხვებზე,  სახელმძღვანელოდან  ჩვენს დრაივზე გადავიტანეთპროექტის შეფასების რუბრიკა, რისთვისაც შევქმენით დრაივზე ახალი საქაღალდე. ვიმუშავეთ რუბრიკის შევსებაზე. გავეცანით დავალებას.

მასწავლებლის გზამკვლევი-საავტორო უფლებები

Thursday, December 8, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით მოსწავლეთა ნაშრომს, საავტორო უფლებების გამოყენება, პრეზენტაციას და  გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს. დღე იყო საინტერესო და დატვირთული.

მოსწავლის ნაშრომი

Sunday, December 4, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, ვისწავლეთ ტექნოლოგიურად ბლოგზე გვერდების ჩამატება და გაჯეტები. ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე. საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო

Saturday, December 3, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

შევაჯამეთ და ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები,გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს (ზოგადი,თემატური, შინაარსობრივი), შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი  კითხვები და ბლოგზე განვათავსეთ, გავაკეთეთ და მივიღეთ კომენტარები.ვთლი, რომ ნაყოფიერი დგე იყო .მადლობა  ტრენერს

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვა

  • როგორ შემიძლია დამეხმაროს გეომეტრია სამყაროს ესთეტიკურ აღქმაში?
თემატური კითხვები:
  • როგორ გამოიყენება გეომეტრიული გარდაქმნები ყოფაცხოვრებაში?
  • რა ინფორმაციას გვაწვდის ორნამენტები ხუროთმოძღვრების ძეგლებში?
შინაარსობრივი კითხვები:
  • რა არის სიმეტრია?
  • რა არის პარალელური გადატანა?
  • რა გეომეტრიული გარდაქმნა შეიძლება იყოს მოცემული ორი გარდაქმნის კომპოზიცია?

Wednesday, November 30, 2016

პროექტის მიზნები


  • მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას ბეჭდურ და ინტერნეტ სივრცეში ორნამენტების გამოყენების შესახებ არქიტექტურაში, ხელოვნებაში და სხვადასხვა დარგებში.
  • გააანალიზებენ მოძიებულ ინფორმაციას და მოახდენენ მათ კლასიფიკაციას.
  • მსჯელობისა და ანალიზის საფუძველზე დაადგენენ კავშირს  გეომეტრიულ გარდაქმნებსა და ორნამენტებს შორის.
  • მიღებული დასკვნების შსაბამისად მოამზადებენ პრეზენტაციას და წარუდგენენ აუდიტორიას.

სტანდარტი და უნარები

ix.9.მოსწავლე იკვლევს და იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს და მათ კომპოზიციებს.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე

  • მსჯელობს თუ რა გეომეტრიული გარდაქმნა შეიძლება იყოს მოცემული ორი გარდაქმნის კომპოზიცია.
  • ასაბუთებს თავის მოსაზრებას ფიგურების შესახებ სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე. გამოთქვამს ვარაუდს იმის შესახებ შეიძლება თუ არა მოცემული გარდაქმნის გამოყენებით მოცემული ფიგურისაგან მეორე მოცემული ფიგურის მიღება.
  • იყენებს გეომეტრიული ფიგურის თვისებებს და გეომეტრიულ გარდაქმნებს იმის დასაბუთებისათვის შესაძლებელია თუ არა სიბრტყის დაფარვა.
21-ე საუკუნის უნარები:


  1. კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა-ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი და სინთეზირება პრობლემის გადასაჭრელად.
  2. კომუნიკაცია და თანამშრომლობა-სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარისდემონსტრირება.
  3. ციფრული წიგნიერება-ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება. 



Saturday, November 26, 2016

მეორე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ პროექტის  იდეებზე ვიმსჯელეთ, გავითვალისწინეთ კოლეგების რჩევები, შევქმენით ბროშურა .მივიღეთ დავალება დავამთავროთ ბროშურა და პროექტის შესავალი ნაწილი, გადავხედოთ ესგ-ს სტანდარტს

Friday, November 25, 2016

პროექტის იდეა

მათემატიკური ხელოვნება
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ თელავის რაიონის ხუროთმოძღვრების ძეგლებში ქართული ორნამენტების ნიმუშებს და მათემატიკურად გამოიკვლევენ მათ.გაეცნობიან გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებას ორნამენტული კომპოზიციების შექმნისას.
აღმოაჩენენ კავშირსატი მათემკასა და ხელოვნებას შორის.