Wednesday, November 30, 2016

პროექტის მიზნები


  • მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას ბეჭდურ და ინტერნეტ სივრცეში ორნამენტების გამოყენების შესახებ არქიტექტურაში, ხელოვნებაში და სხვადასხვა დარგებში.
  • გააანალიზებენ მოძიებულ ინფორმაციას და მოახდენენ მათ კლასიფიკაციას.
  • მსჯელობისა და ანალიზის საფუძველზე დაადგენენ კავშირს  გეომეტრიულ გარდაქმნებსა და ორნამენტებს შორის.
  • მიღებული დასკვნების შსაბამისად მოამზადებენ პრეზენტაციას და წარუდგენენ აუდიტორიას.

სტანდარტი და უნარები

ix.9.მოსწავლე იკვლევს და იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს და მათ კომპოზიციებს.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე

  • მსჯელობს თუ რა გეომეტრიული გარდაქმნა შეიძლება იყოს მოცემული ორი გარდაქმნის კომპოზიცია.
  • ასაბუთებს თავის მოსაზრებას ფიგურების შესახებ სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე. გამოთქვამს ვარაუდს იმის შესახებ შეიძლება თუ არა მოცემული გარდაქმნის გამოყენებით მოცემული ფიგურისაგან მეორე მოცემული ფიგურის მიღება.
  • იყენებს გეომეტრიული ფიგურის თვისებებს და გეომეტრიულ გარდაქმნებს იმის დასაბუთებისათვის შესაძლებელია თუ არა სიბრტყის დაფარვა.
21-ე საუკუნის უნარები:


  1. კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა-ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი და სინთეზირება პრობლემის გადასაჭრელად.
  2. კომუნიკაცია და თანამშრომლობა-სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარისდემონსტრირება.
  3. ციფრული წიგნიერება-ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება. 



Saturday, November 26, 2016

მეორე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ პროექტის  იდეებზე ვიმსჯელეთ, გავითვალისწინეთ კოლეგების რჩევები, შევქმენით ბროშურა .მივიღეთ დავალება დავამთავროთ ბროშურა და პროექტის შესავალი ნაწილი, გადავხედოთ ესგ-ს სტანდარტს

Friday, November 25, 2016

პროექტის იდეა

მათემატიკური ხელოვნება
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ თელავის რაიონის ხუროთმოძღვრების ძეგლებში ქართული ორნამენტების ნიმუშებს და მათემატიკურად გამოიკვლევენ მათ.გაეცნობიან გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებას ორნამენტული კომპოზიციების შექმნისას.
აღმოაჩენენ კავშირსატი მათემკასა და ხელოვნებას შორის.